ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა ფრიბურგის სტიპენდიის შესახებ

ღონისძიებები

29 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროგრამა ”კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის” პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების პირველი წლის  მაგისტრანტებისთვის 2012 წლის სექტემბრიდან ფრიბურგის უნივერსიტეტში განხორციელდება ერთსემესტრიანი სამაგისტრო სასწავლო პროგრამა.

შეხვედრის დროს უნივერსიტეტის მაგისტრანტებს საშუალება ექნებათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ პროგრამისა და მის ფარგლებში დაგეგმილი სამაგისტრო  სტიპენდიის შესახებ. პრეზენტაციას გააკეთებს პროგრამის კოორდინატორი, დენის დაფლონი.

გთხოვთ, მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჭავჭავაძის გამზ. 32 (ყოფილი სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო ინსტიტუტის შენობა), აუდიტორია №101.

ბანერები