ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა ფრანგული უნივერსიტეტის - Sciences Po Paris - წარმომადგენელთან

ღონისძიებები

30 სექტემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Sciences Po Paris უნივერსიტეტის (საფრანგეთი) წარმომადგენელთან.

Sciences Po Paris საერთაშორისოდ აღიარებული წარმატებული უნივერსიტეტია პარიზში, რომელიც სტუდენტებს სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს სხვადასხვა მიმართულებით: პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, მედია და ჟურნალისტიკა, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, ეკონომიკა და სხვა. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა შესაძლებელია ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე.

აღნიშნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის მრავალი წარმატებული სახელმწიფო მოხელეა, მათ შორის საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი.

შეხვედრაზე დაინტერესებული პირები გაეცნობიან დეტალურ ინფორმაციას Sciences Po Paris უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობების შესახებ.
 
შეხვედრის სამუშაო ენა: ფრანგული ან ინგლისური

დრო: 30 სექტემბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები