ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯის სამაგისტრო სტიპენდიებთან დაკავშირებით

ღონისძიებები

24 ნოემბერს, პარასკევს, 12:00 სთ-ზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯში (ბელგია/პოლონეთი) სრულად დაფინანსებულ სამაგისტრო პროგრამებთან დაკავშირებით.

ევროპის კოლეჯი ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს სრულ სტიპენდიებს ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად ბრიუგესა (ბელგია) და ვარშავაში (პოლონეთი).

შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები:

ვარშავის (პოლონეთი) კამპუსი:

ევროპათმცოდნეობის ინტერდისციპლინარული პროგრამა (შემდეგი სპეციალობებით – ევროპის ისტორია და ცივილიზაცია; ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობა; ევროკავშირი როგორც გლობალური აქტორი; ევროკავშირის საჯარო მმართველობა და პოლიტიკა).

ბრიუგეს (ბელგია) კამპუსი:

  • ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია
  • ევროპული პოლიტიკური და ადმინისტრაციული სწავლება
  • ევროკავშირის ეკონომიკა
  • ევროკავშირის სამართალი

სტიპენდია მოიცავს: სწავლების სრულ საფასურს, სტუდენტური საცხოვრებელს, კვებას, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობას, ყოველთვიური სტიპენდიას

სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:

  • ენების ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისური– B2, ფრანგული – B1)
  • მოტივაციის წერილი (მაქს. 600 სიტყვა)
  • 2 რეკომენდატორის (უნივერსიტეტის პროფესორი) სახელი და ელფოსტის მისამართი
  • CV ევროპასის ფორმატში
  • დიპლომ(ებ)ის ასლი – ორიგინალის ენაზე და თარგმანი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე (თუ ჯერ არ ფლობთ ხარისხს, მოპოვებისთანავე უნდა გააგზავნოთ ელფოსტით)
  • ნიშნების ამონაწერის ასლი – ორიგინალის ენაზე და თარგმანი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
  • საპასპორტე ფოტოსურათი

განაცხადის გაკეთება:

განაცხადი უნდა გაკეთდეს ელექტრონულად https://admissions.coleurope.eu/login;  განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2018 წლის 17 იანვარი.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

შერჩევის პროცესი მოიცავს ორ ეტაპს – განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას.

NOTE:

  • დამატებითი ინფორმაციისათვის დაწვრილებით გაეცანით ევროპის კოლეჯის ვებგვერდს https://www.coleurope.eu/
  • გაწევრიანდით Facebook ჯგუფში https://www.facebook.com/groups/185091015282045/, სადაც გამოქვეყნდება ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესისა და დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრების შესახებ.

დრო: 24 ნოემბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია. 

ბანერები