ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა - ევექსის სტუდენტური დასაქმების პროგრამა

ღონისძიებები

5 აპრილს, 16:00 საათზე ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა კომპანია ევექსის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმოადგენენ სტუდენტურ პროგრამას სტუდენტების დასაქმების შესახებ.

ევექსის სტუდენტური დასაქმების პროგრამის პერიოდი 3 თვე.

დასაქმების მიზანი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის რეგისტრაცია.

პროექტის ფარგლებში, ანაზღაურება შეადგენს საშუალოდ - 500 ლარს.

საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტები მოისმენენ პრეზენტაციას სადაც დეტალურად გაეცნობიან ინფორმაციას კომპანიისა და დასაქმების პირობების შესახებ.

პრეზენტაციის შემდეგ, დაინტერესებული პირები გაივლიან რეგისტრაციას კომპანიის წარმომადგენლებთან.

დარეგისტრირებული კანდიდატიდან მხოლოდ 30 სტუდენტი შეძლებს პროექტში ჩართვას.

პროეტქში წარმატებულ სტუდენტებს გადაეცემათ საჩუქრები:

  • I ადგილი - iPhone
  • II ადგლი - 600 ლარიანი თბილისის მოლის სასაჩუქრე ბარათი
  • III ადგილი- 400 ლარიანი თბილისის მოლის სასაჩუქრე ბარათი

საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა

 

დრო: 5 აპრილი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე, ილიაუნი, ჩოლოყაშვილის 3/5.

ბანერები