ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა ესტონური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

ღონისძიებები

16 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, გაიმართება სტუდენტების შეხვედრა ესტონური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე უცხოეთში სწავლით დაინტერესებულ ყველა პირს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს სასწავლო პროგრამებს, მიიღოს დეტალური ინფორმაცია დაფინანსებისა და სტიპენდიების შესახებ და პირადად გაესაუბროს უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.

 ამჟამად ესტონეთში მრავალი ქართველი სტუდენტი სწავლობს სრული დაფინანსებით. არ გაუშვათ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ესტონეთში სწავლის შესახებ.

 საკონტაქტო ინფორმაცია:

კაროლინ მაგი, ტალინის უნივერსიტეტი (magika@tlu.ee);

კეიტ კიისელი, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (keit.kiissel@ttu.ee);

ალექსანდრე ჩანადირი, ტარტუს უნივერსიტეტი (alexander.chanadiri@ut.ee).

დრო: 16 ოქტომბერი, 15:00 საატი

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

ბანერები