ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა - ერაზმუს მუნდუსი

ღონისძიებები

მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ 2013 წლის 16 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის 3/5) გაიმართება Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტების ALRAKIS II, EUROEAST, ELECTRA საინფორმაციო შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების,  დოქტორანტების, პოსტ-დოქტორანტებისა დააკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის  მობილობას ევროპული ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

კონკურსში გამარჯვებულებს პროგრამის ფარგლებში დაენიშნებათ სტიპენდია.  ამასთანავე, პროგრამა ანაზღაურებს  მგზავრობისა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს,  ფარავს მობილობის პერიოდში დაზღვევისა და სწავლის საფასურს.

განაცხადების მიღება ხდება ელექტრონულად:

ALRAKIS II - http://www.alrakis2.eu/index.asp?p=1763&a=1744
EUROEAST - https://emecw.gis.lu.se/apply/?lot=EUROEAST
ELECTRA - https://emecw.gis.lu.se/apply/?lot=ELECTRA

კონკურსში მონაწილეთა შერჩევა მოხდება წარდგენილი საბუთების საფუძველზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:
ALRAKIS II – 2014 წლის 12 იანვარი.
EUROEAST - 2014 წლის 3 თებერვალი.
ELECTRA -  2014 წლის 31  იანვარი.

პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შესაბამის ვებგვერდებზე:

ALRAKIS II - http://www.alrakis2.eu/index.asp?p=1733&a=1733
EUROEAST - http://www.euroeast.polito.it/
ELECTRA -  http://www.electra-project.eu/

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო  ურთიერთობების სამსახურს:

მისამართი: ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E105
ტელ: 214 13 88

ელ-ფოსტა:
ALRAKIS II - alrakis@iliauni.edu.ge
EUROEAST - euroeast@iliauni.edu.ge ~
ELECTRA - electra@iliauni.edu.ge,

ბანერები