ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა - ერაზმუს მუნდუსი

ღონისძიებები

მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ 2014 წლის 11 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტების  EUROEAST, HUMERIA საინფორმაციო შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების,მაგისტრანტების,დოქტორანტებoს, პოსტ-დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

კონკურსში გამარჯვებულებს პროგრამის ფარგლებში დაენიშნებათ სტიპენდია. ამასთანავე, პროგრამა ანაზღაურებს  მგზავრობისა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ფარავს მობილობის პერიოდში დაზღვევისა და სწავლის საფასურს.

განაცხადების მიღება ხდება ელექტრონულად. კონკურსში მონაწილეთა შერჩევა მოხდება წარდგენილი საბუთების საფუძველზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:

EUROEAST - 2014 წლის 15 თებერვალი.

HUMERIA - 2014 წლის 24 თებერვალი.

პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შესაბამის ვებგვერდებზე:

EUROEAST - www.euroeast.polito.it
HUMERIA - humeria.eu

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო  ურთიერთობების სამსახურს:

მისამართი: ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E105

ტელ: 214 13 88
ელ-ფოსტა:
EUROEAST - euroeast@iliauni.edu.ge
HUMERIA - humeria@iliauni.edu.ge

ბანერები