"საინფორმაციო შეხვედრა - ERASMUS MUNDUS"
ღონისძიებები
2013 წლის 1 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის 2, ყოფილიენციკლოპედიის შენობა) გაიმართება Erasmus Mundus-ის მეორე აქტივობის პროექტების ALRAKIS II, EUROEAST და ELECTRA საინფორმაციო შეხვედრა.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, პოსტდოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
ALRAKIS II - www.alrakis2.eu/index.asp
EUROEAST - www.euroeast.polito.it
ELECTRA - www.electra-project.eu
დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს (ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი F303, ტელ.: 214 13 88, ელ-ფოსტა: alrakis@iliauni.edu.ge / euroeast@iliauni.edu.ge / electra@iliauni.edu.ge).