


საინფორმაციო შეხვედრა - Erasmus + გაცვლითი პროგრამა
ღონისძიებები
24 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus + პროგრამის მიმდინარე კონკურსების შესახებ.
პროგრამა Erasmus + გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში.
მიმდინარე კონკურსების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მის.: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ოთახი E 208
ტელ: 2 22 00 09 (შიდა ნომერი: 367)
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
შეხვედრის დრო: 24 მარტი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)
დასწრება თავისუფალია.