ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა დებატების კლუბში წევრების მიღებასთან დაკავშირებით

ღონისძიებები

22 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბში წევრების მიღებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით 2018 წელს უნივერსიტეტში შეიქმნა დებატების კლუბი.

ილიაუნის დებატების კლუბის წევრებს არჩევენ წელიწადში ერთხელ კონკურსის წესით. კლუბის წევრებისთვის მთელი წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ ორსაათიან ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მაღალკვალიფიციური ტრენერ-კონსულტანტები. დებატების კლუბის სრული პროგრამა იხილეთ აქ.


დებატების კლუბის შესახებ ინფორმაცია და მიღების პროცედურების შესახებ იხ. ბმულზე: https://bit.ly/2TRCPfn


დრო: 22 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები