ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობების გასაცნობად

ღონისძიებები

20 ნოემბერს,16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში საერთაშორისო განათლების ცენტრის წარმომადგენელი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (უნგრეთი) სწავლის შესაძლებლობების გაცნობის მიზნით.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 49 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე 2018- 2019 აკადემიური წლისათვის შემდეგ დისციპლინებში:

  • ბიზნესი
  • კოგნიტური მეცნიერება (PhD)
  • ეკონომიკა
  • გარემოს დაცვა და პოლიტიკა
  • გენდერული კვლევები
  • ისტორია
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • სამართალი
  • გამოყენებითი მათემატიკა
  • შუა საუკუნეების კვლევები
  • ნაციონალიზმის კვლევები
  • ქსელური მეცნიერება (PhD)
  • ფილოსოფია
  • პოლიტიკური მეცნიერება
  • საჯარო პოლიტიკა
  • სოციოლოგია და სოციალური ანთროპოლოგია

დარეგისტრირდით ლინკზე  http://bit.ly/2j0joQt  და თუ გსურთ დაფინანსების მოპოვება, უნივერსიტეტში გაგზავნეთ საგანაცხადო ფორმა თანდართულ საბუთებსა და ინგლისური ენის სტანდარტული ტესტების (iBT TOEFL, IELTS, GRE, etc) ქულებთან ერთად არაუგვიანეს 2018 წლის 1 თებერვლისა.

თვითდაფინანსებელ სტუდენტებს საგანაცხადო ფორმის გაგზავნა შეუძლიათ 2018 წლის 2 თებერვლიდან არაუგვიანეს 1 ივნისისა.

სასწავლო პროგრამებსა და აპლიკაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვებგვერდს www.ceu.edu ან მოგვმართეთ საერთაშორისო განათლების ცენტრში შემდეგ მისამართებზე:

თბილისი – ჭოველიძის ქუჩა 10, ტელ. 2252615, ელფოსტა: cie@osgf.ge;

კონსულტაციები ყოველ ხუთშაბათს 15:00 საათზე.

ბათუმი – ნინოშვილის ქ. 35; უნივერსიტეტის I სართული, ოთახი N 26; ტელ. 275817

ახალციხე – რუსთაველის 106; უნივერსიტეტის შენობა; I კორპ.; II სართ; ტელ.: 221551

თელავი – ქართული უნივერსიტეტის ქ. N 1; V სართული; ტელ.: 273139

ქუთაისი – ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპ. I სართული;  ტელ.: 551710071

უნივერსიტეტისა და კონკურსის შესახებ ინფორმაციას ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ საერთაშორისო განათლების ცენტრის ვებგვერდზე: www.cie.ge და სოციალურ ქსელ Facebook-ში: Center for International Education – Tbilisi  და Access CEU – Georgia page

დრო: 20 ნოემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია. 

ბანერები