ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შესახებ

ღონისძიებები

16 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში საერთაშორისო განათლების ცენტრის პროგრამების მენეჯერი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორი საქართველოში, ნათია ნანავა გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროგრამებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.

ამ დროისთვის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისათვის გამოცხადებულია მიღება 48 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე სხვადასხვა მიმართულებით. 

აღნიშნულ პროგრამებზე განაცხადის შეტანისათვის კანდიდატს აუცილებელია ჰქონდეს ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (iBT TOEFL - 88; IELTS - 6,5; Pearson Test of English (Academic) - 59; Cambridge English: C2 Proficiency & Cambridge English: C1 Advanced - 180; Euroexam Academic - Pass).

დრო: 16 დეკემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები