ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვაკანსიების შესახებ

22 იანვარს, 14:00 საათზე, ილიაუნის E207 აუდიტორიაში სსიპ „ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს“ ვაკანსიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

სააგენტომ 2020 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურულმა ერთეულმა, და მისი მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ბაზარზე განთავსებული არასასურსათო პროდუქტის ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა. ამასთან დაკავშირებით სააგენტო იწყებს ზედამხედველობის ინსპექტორების შერჩევას. 

ვაკანსიისთვის განიხილებიან ნებისმიერი მიმართულების III-IV კურსის მოტივირებული სტუდენტები, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას და გამოირჩევიან ანალიტიკური აზროვნების უნარით.

საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.do/dsqmb

დეტალური ინფორმაციის სანახავად  ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2sBX2u2

ბანერები