ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის: ტექნოლოგიის სკოლის პროგრამები

ღონისძიებები

23 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა საბაკალავრო პროგრამების შესახებ პირველ ღია კარის დღეს გამართავს. 

საინფორმაციო შეხვედრის პირველ ნაწილში მოისმენთ ტექნოლოგიების სკოლის პროგრამების მიმოხილვას და  შეიტყობთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც სკოლა გთავაზობთ; გაეცნობით ინფორმაციას მომავალი პროფესიების შესახებ და გაიგებთ მეტს სასწავლო გარემოსა და სწავლების მეთოდებზე. 

შეხვედრის მეორე ნაწილი კი პროგრამის ხელმძღვანელებსა და თქვენთვის საინტერესო პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად ზუმის სხვადასხვა ოთახში (Breakout Room) გაგრძელდება, სადაც შეძლებთ ამომწურავი პასუხები მიიღოთ თქვენს შეკითხვებზე.

მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურასა და სწავლების მეთოდოლოგიაზე გესაუბრებიან: 

  • კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფ. ნანა დიხამინჯია;
  • კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ერეკლე მაღრაძე;
  • სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამისა და ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელი მაიკლ სონდერსი;
  • ელექტრული და ელექტრონული ინჟინერის პროგრამის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გოგა ვეშაპიძე;
  • მათემატიკის პროგრამის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მერაბ სვანაძე;
  • არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ია კუპატაძე;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვახტანგ ბალავაძე. 

შემოაღე ილიაუნის ტექნოლოგიების სკოლის კარი, გაიარე რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/34lUnnS

ტექნოლოგიების სკოლა შემოგთავაზებთ 7-კვირიან შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც

  • შეხვდებით პროგრამის პარტნიორებსა და მომავალ დამსაქმებლებს;
  • მიიღებთ ინფორმაციას საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ;
  • შეხვდებით ტექნოლოგიების სკოლის პროფესორებს; 
  • გაიგებთ მეტს დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ; 
  • გაეცნობით უნივერსიტეტის რესურსებსა და ლაბორატორიებს; 
  • მიიღებთ ინფორმაციას პრაქტიკული კომპონენტის შესახებ, რომელსაც  სწავლების პროცესში განსაკუთრებული როლი უჭირავს; 
  • შეხვდებით და გაიცნობთ ჩვენი პროგრამების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. 

7-კვირიანი პროგრამის განრიგი იხ. ბმულზე :https://bit.ly/3hvel4V

სამუშაო ენები: ქართული; ინგლისური

დრო: 23 იანვარი, 14:00 საათი

ადგილი: Zoom (რეგისტირებული მონაწილეები მიიღებთ ბმულს თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე)

ბანერები