ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

ორშაბათს, 28 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გიწვევთ  საინფორმაციო შეხვედრაზე „სწავლა, კვლევა და მუშაობა გერმანიასა და ავსტრიაში - სტიპენდიები სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის“.

გერმანიის საელჩოს, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), ავსტრიული ბიბლიოთეკისა და ბოშის ფონდის წარმომადგენლები გაგაცნობენ გერმანიასა და ავსტრიაში სწავლის დაფინანსებისა და სასწავლო ან კვლევითი სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობებს.

შეხვედრას დაესწრებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ეკატერინე შავერდაშვილი და გერმანისტიკის მიმართულების პროფესორი ლევან ცაგარელი, რომლებიც ისაუბრებენ ჩვენს უნივერსიტეტში გერმანული ენის შესწავლაზე.

მსურველებს გექნებათ შესაძლებლობა, სტუმრებს დაუსვათ კითხვები თქვენთვის საინტერესო გაცვლითი პროგრამების შესახებ და მიიღოთ ინდივიდუალური რჩევები.

გთხოვთ, მობრძანდეთ!

ბანერები