ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საიდან დავიწყო ჩემი კარიერა და როგორ ვაკეთო ის, რაც მომწონს

ღონისძიებები

14 მაისს, სამშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიის SavvY მმართველი პარტნიორი მარიამ ქოიავა შეხვდება სტუდენტებს.

შეხვედრის თემა: „საიდან დავიწყო ჩემი კარიერა და როგორ ვაკეთო ის, რაც მომწონს“.

მომხსენებლის შესახებ

მარიამ ქოიავას აქვს 5-წლიანი გამოცდილება საკონსულტაციო მომსახურების, აუდიტისა და ტრენერობის მიმართულებით. ის არის ACCA-ის წევრი. SavvY-ის დაარსებამდე მუშაობდა უფროს აუდიტორად KPMG-ში და რისკების მენეჯერად თიბისი ბანკში, ყველაზე მსხვილ კომერციულ ბანკში საქართველოში. მარიამს აქვს კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში და ჰარვარდის ბიზნეს სკოლის HBX CORe პროგრამის კურსდამთავრებულია.

კომპანიის შესახებ:

SavvY ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა. კომპანია კონსულტაციას უწევს ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა: მაკდონალდს საქართველო, PSP ფარმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, GMT სასტუმროები და ა. შ. სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

კომპანია SavvY მუდმივად სთავაზობს ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმებას. შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ, კომპანიის უშუალო მმართველებს დაუსვათ შეკითხვები მომავალი კარიერის შესახებ.

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/czeaWns2wcZF5PJc6

დრო: 14 მაისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია

ბანერები