ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„საღვთო ტყე“ – ტომას სტერნზ ელიოტის ესეების კრებულის პრეზენტაცია „ლიგამუსში“

ღონისძიებები

20 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება დიდი ანგლოამერიკელი პოეტისა და კრიტიკოსის, ტომას სტერნზ ელიოტის, ესეების კრებულის „საღვთო ტყე“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა და წელს გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ.

პრეზენტაციაზე კრებულის შესახებ მოხსენებებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები: დავით ცარიელაშვილი, ლევან ინაური, ნოდარ გოცირიძე, მაგისტრანტი ქეთევან გახოკია.

დრო: 20 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია

ბანერები