ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონი Georgia - Educational Games Hackathon

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 12-13 ნოემბერს გაიმართება საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონი Georgia - Educational Games Hackathon, რომელიც საერთაშორისო პროექტ DigiEduHack-ის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ორი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ერთდროულად მიმდინარეობს და მონაწილე ქვეყნებს ადგილზე უწევთ თავიანთ გამოწვევებზე მუშაობა.

DigiEduHack არის EIT-ის (ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტი) ინიციატივა, რომელიც ხორციელდება ევროკომისიის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ღონისძიებაში, რომელიც 2019 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს, გუნდები მთელი ევროპიდან და მის ფარგლებს გარეთ ქვეყნებიდან ერთიანდებიან განათლების უკეთესი მომავლის შესაქმნელად. წელს ჰაკათონის მთავარ ეტაპს გერმანიის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა მასპინძლობს.

ჰაკათონი მოუწოდებს მონაწილეებს, შეიმუშავონ საინტერესო გადაწყვეტები და შექმნან პროტოტიპები საგანმანათლებლო თამაშების მიმართულებით. ადგილობრივ ჰაკათონში გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება თავისი იდეა წარადგინოს DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე, სადაც შეაფასებენ საერთაშორისო ექსპერტები და საბოლოო, გლობალური გამარჯვებული ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.

ქვეყანაში შექმნილი კოვიდვითარებიდან გამომდინარე აღნიშნული ჰაკათონი ონლაინრეჟიმში გაიმართება.

ვის შეუძლია მონაწილეობა?
მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს: სტუდენტებს, მასწავლებლებს, ანტერპრენერებს, ინოვატორებსა და ნებისმიერს, ვინც დაინტერესებულია ციფრული განათლებით.

რის შესახებ იქნება გამოწვევა?
დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა თამაშების ინტეგრირება სასწავლო პროცესში, ამიტომ ჰაკათონის თემა იქნება საგანმანათლებლო თამაშები. აღნიშნული მიმართულება ხელს უწყობს დისტანციური სწავლების მეთოდს და გვეხმარება უკეთესი შედეგის მიღწევაში. ჰაკათონის მიმდინარეობისას მონაწილეებს მოუწევთ შექმნან საგანმანათლებლო თამაშების პროტოტიპები და დაადგინონ, როგორ შეუძლიათ ციფრულ ინსტრუმენტებს, თამაშებს გააძლიერონ საზოგადოების ჩართულობა აღნიშნულ სფეროში.

რეგისტრაცია ინდივიდუალურია თუ ჯგუფური?
მონაწილეები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად და არა ჯგუფის სახით. ჯგუფის შექმნა ან წევრის დამატება შესაძლებელია ღონისძიების დაწყებამდე ან მის პირველ დღეს.

ჯგუფის წევრების მინიმალური რაოდენობა 2, მაქსიმალური კი 5 ადამიანია.

ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია?
დიახ, ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, ვინაიდან თითოეულმა მონაწილე გუნდმა იდეა DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე უნდა წარადგინოს.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/mJ4189d8mE9uZfL68

რეგისტრაცია სრულდება 10 ნოემბერს, 23:59 საათზე.


 პრიზები

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აწესებს სპეციალურ პრიზს 1500 ლარის ოდენობით, რომელსაც იგი რჩეულ გუნდს გადასცემს.
  • ჰაკათონს პარტნიორობას უწევს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო, რომელიც თავის რჩეულ გუნდს გადასცემს ფულად პრიზს 1500 ლარის ოდენობით.
  • ჰაკათონის პარტნიორია TBC for Youth - თიბისი ახალი თაობისთვის, რომელიც გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს გადასცემს ტექნიკის მაღაზიის 1000-ლარიან ვაუჩერს და ბრენდირებულ საჩუქრებს.
  • ჰაკათონის პარტნიორები არიან სექტორი 3 • Sector 3 და ფონდი პროდემოსი, რომლებიც გამარჯვებულ გუნდს გადასცემენ ფულად პრიზს 2000 ლარის ოდენობით.
  • ჰაკათონის პარტნიორია კომპანია Alta • ალტა, რომელიც გამარჯვებულ გუნდს გადასცემს სპეციალურად დაწესებულ პრიზს- Lenovo ThinkPad X1 ANC-ის ყურსასმენებს.
  • პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA • Tech Park) მიერ.
  • ჰაკათონის ქომუნითი პარტნიორია CG Georgia
  • ჰაკათონის მედიაპარტნიორები არიან NEXT.On.ge - მეცნიერება და ტექნოლოგიები და Marketer.ge


#EduGameHack #DigiEduHack #fablab #iliauni

2020 წელი

ბანერები