ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო ვორკშოფი „კავკასიის გზა გლობალური ისტორიისკენ“

ღონისძიებები

13 ივნისს, 09:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში იწყება საერთაშორისო ვორკშოფი: „კავკასიის გზა გლობალური ისტორიისკენ“.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან  ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მასში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის, ამერიკისა და საქართველოს  უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერები. მთავარი მომხსენებელი იქნება ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ფრიდრიხ მაინეკეს ინსტიტუტის პროფესორი სებასტიან კონრადი, რომელიც განიხილავს გლობალურ ისტორიას, როგორც ისტორიის კვლევისა და  სწავლების ახალ მეთოდოლოგიურ ჩარჩოს.

მოხსენებებში გლობალური ისტორიის  პერსპექტივიდან  იქნება  გაანალიზებული  საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ისტორიის ცალკეული პრობლემატიკა. 

დრო: 13 ივნისი, 09:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული პროგრამა.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები