ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „უკრაინა თანამედროვე პერსპექტივიდან“

ღონისძიებები

30 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას „უკრაინა თანამედროვე პერსპექტივიდან“. კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში (Zoom საშუალებით და ადგილზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში) და  მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უკრაინელი სტუდენტები.

ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა უფრო მეტად გააღვივა ინტერესი ამ ქვეყნის, მისი ისტორიის, ეკონომიკის, პოლიტიკის, საზოგადოებისა და კულტურის მიმართ. სტუდენტური კონფერენციის მიზანიც უკრაინის შესახებ ცნობიერების ამაღლება, უკრაინული საკითხის სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვა და გაანალიზებაა.

კონფერენცია იყოფა სამ სექციად:

  • პოლიტიკა და საზოგადოება;
  • უკრაინის საგარეო პოლიტიკა;
  • ჰიბრიდული ომი და პროპაგანდა.

კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ აქ.

სამუშაო ენა: ინგლისური

კონფერენციის გახსნა: 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 საკონფერენციო დარბაზი (მის.: გ. წერეთლის N1)

დასწრება თავისუფალია.

 2022 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები