ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო სემინარი IMED 2015: სიტყვის თავისუფლების ეთიკა

ღონისძიებები

25 სექტემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, მედიის განვითარების ფონდ MDF-ის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გაეროს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართება საერთაშორისო სემინარი IMED 2015, რომელიც „სიტყვის თავისუფლების ეთიკას“ ეძღვნება.

IMED 2015-ის სადისკუსიო თემაა: უნდა შეზღუდონ თუ არა ჟურნალისტებმა გამოხატვის თავისუფლება - როდის და რა მიზეზით?

პანელი I: იწვევს თუ არა შარლი ებდოს მკვლელობა თვითცენზურის საფრთხეს?
სპიკერები: ნატალია ანთელავა, BBC-ის კორესპონდენტი
ბექა მინდიაშვილი, ტოლერანტობის ცენტრი
გიორგი მელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პანელი II: უნდა აქვეყნებდეს თუ არა რედაქცია კონტრიბუტორის მასალას, რომელიც სიძულვილის ენას შეიცავს (”რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის მაგალითზე)?
სპიკერები: ”რადიო თავისუფლება”
ნინო დანელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ირაკლი ვაჭარაძე, ჟურნალი „17 მაისი“

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ნინო იმედაშვილს.
ტელ: 599 487047

დრო: 25 სექტემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ №32)

დასწრება თავისუფალია.

IMED 2015-ის შესახებ
მედიაეთიკის საერთაშორისო დღე IMED 2015 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 22-30 სექტემბრის პერიოდში იმართება. საერთაშორისო მედიაეთიკის ცენტრის - CIME - პარტნიორი საქართველოში მედიის განვითარების ფონდია. IMED 2014-ის ფორმატში პირველი საერთაშორისო სემინარი 2014 წლის 19 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან პარტნიორობით შედგა.
2011 წლის IMED-ის შემდეგ, როცა ღონისძიებაში 11 ქვეყნიდან 300 ადამიანი მონაწილეობდა, მისი პოპულარობა მსოფლიოში იზრდება. 2013 წელს მასში 32 ქვეყნიდან 800 ადამიანზე მეტი მონაწილეობდა. IMED 2014 19 სექტემბერს მსოფლიოს 50 ქვეყანაში ერთდროულად გაიმართა.
ყოველწლიური IMED-ის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მედიაპროფესიონალების, IT-ექსპერტების, ბლოგერების, სტუდენტების და დაინტერესებული მოქალაქეების მობილიზება ეთიკურ დილემებზე მსჯელობის მიზნით.


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები