ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო სემინარი - IMED 2014

ღონისძიებები

19 სექტემბერს, პარასკევს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სემინარს - "მედიაეთიკის საერთაშორისო დღე - IMED 2014" - უმასპინძლებს.

სემინარის ფარგლებში გაიმართება იმიტირებული პროცესი სტუდენტების მონაწილეობით; ეთიკური და პროფესიული გაშუქებისათვის დაჯილდოვდებიან მედიის წარმომადგენლები და ბლოგერები.

IMED საერთაშორისო პროექტია, რომელიც ბრიტანული ორგანიზაციის ("საერთაშორისო მედია ეთიკის ცენტრი - CIME") ინიციატივით, 2011 წლიდან ყოველწლიურად ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიაპროფესიონალების, IT-ექსპერტების, ბლოგერების, სტუდენტებისა და დაინტერესებული მოქალაქეების მობილიზებას ეთიკურ პრობლემებზე მსჯელობის მიზნით. 2014 წლის IMED-ის მთავარი მიმართულება ციფრული მედიაეთიკა და კიბერუსაფრთხოებაა.

საქართველო წელს პირველად უერთდება IMED-ს.
სემინარის ადგილობრივი ორგანიზატორები მედიის განვითარების ფონდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და გაეროს ასოციაცია არიან. 2014 წელს IMED მსოფლიოს 50 ქვეყანაში გაიმართება.

დრო :19 სექტემბერი, 12:00-16:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101

დღის წესრიგი>>>

Agenda>>>

ბანერები