ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო სემინარი: ”ბუნებრივი გამწმენდი სისტემები და ხელოვნური ჭაობი, როგორც ჩამდინარე წყლების წმენდის ეფექტური ალტერნატიული გზა მცირე ტიპის დასახლებებში”

ღონისძიებები

24 სექტემბერს, 09:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ჩატარდება საერთაშორისო სემინარი: ”ბუნებრივი გამწმენდი სისტემები და ხელოვნური ჭაობი, როგორც ჩამდინარე წყლების წმენდის ეფექტური ალტერნატიული გზა მცირე ტიპის დასახლებებში”.

სემინარი ჩატარდება საერთაშორისო პროექტის ფარგლებში: „შავი ზღვის ქსელის ხელშეწყობის ბუნებრივი გამწმენდი სისტემები – WASTEnet“, რომელშიც მონაწილეობს შვიდი ქვეყანა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა, რუმინეთი. საქართველოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს.

სემინარი შეეხება დაბინძურებული ჩამდინარე წყლების გაწმენდას ბუნებრივი გამწმენდი სისტემებით, რომლის არავითარი გამოცდილება საქართველოში არ არსებობს.

პროექტის პარტნიორი ქვეყნების პროფესორები გააკეთებენ ძალიან საინტერესო პრეზენტაციებს. დარიგდება პროექტის ფარგლებში შექმნილი კვლევითი და სასწავლო მასალა.

სემინარს დაესწრებიან დარგის პროფესორები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, შესაბამისი სამინისტროებისა და დეპარტამენტების წარმომადგენლები და სტუდენტები.

მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში, 09:00-დან 09:30 საათამდე.

დრო: 24 სექტემბერი, 09:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები