ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო სემინარი

 2-6 ოქტომბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე (შესვენებით), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101-ში (ჭავჭავაძის N32), ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ჩატარდება უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების რეჟისურისა და სამსახიობო ოსტატობის ფაკულტეტების პედაგოგთა საერთაშორისო სემინარი.
სემინარს უძღვება ცნობილი გერმანელი პედაგოგი და რეჟისორი - იური ალშიცი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ari@iliauni.edu.ge

ი. ალშიცი ( J. Alschitz, პროფესორი,დოქტორი) - თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი პედაგოგი. მისი მოსწავლეები მუშაობენ მთელს მსოფლიოში. ის ცნობილია როგორც თეატრის მკვლევარი, არის მრავალი წიგნის ავტორი თეატრალური პედაგოგიკის შესახებ. მან დაამთავრა გიტისის რეჟისურის ფაკულტეტი. ის იყო ცნობილი პედაგოგების, მ. ბუტკევიჩის, ა. ვასილევის მოწაფე. სარეჟისორო კარიერა საბჭოთა კავშირის დიდ თეატრებში დაიწყო. 1987 წელს, მოსკოვში, მონაწილეობა მიიღო ა. ვასილევის თეატრის „დრამატული ხელოვნების სკოლის“ გახსნაში, საიდანაც დაიწყო პედაგოგიური კარიერა. ასევე ასწავლის გიტისის რეჟისურის ფაკულტეტზე.
1987 წლიდან მონაწილეობს მსოფლიო დონის თეატრალურ ფესტივალებში, ხელმძღვანელობს საკუთარ პროექტებს, დგამს სპექტაკლებს.
1992 წლიდან საცხოვრებლად გადადის გერმანიაში. ამ პერიოდიდან მთლიანად ერთვება პედაგოგიურ ძიებებში. მუშაობს თეატრებში, უნივერსიტეტებში, სკანდინავიის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის, აზიის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის დიდ თეატრალურ სასწავლებლებში. 1995 წელს ბერლინში,  ალშიცმა შექმნა აკტ-ზენტი (AKT-ZENT - თეატრალური განათლებისა და თრენინგის ცენტრი), რომლის უცვლელი ხელმძღვანელია. 1998 წლიდან ხელმძღვანელობს EATC-ის „თეატრალური ლაბორატორიების ევროპულ ქსელს“, რომელიც აერთიანებს შვეციის, იტალიისა, საფრანგეთის თეატრალური განათლებისა და თრენინგის ცენტრებს. მის მიერ ჩატარებული კვლევები აღიარებულია ევროკავშირის მიერ. ის ხშირად ღებულობს გრანტებს ევროკავშირიდან თეატრალური განათლების კვლევებისთვის.
1999 წლიდან ი. ალშიცი არის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი მსოფლიოში პირველი საერთაშორისო თეატრალური თრენინგ-ფესტივალის „მეთოდიკა“ (1999, 2001, 2003, 2007, 2009, 2012). მასში მონაწილეობენ მსოფლიოს საუკეთესო რეჟისორ-პედაგოგები. 2003 წელს ი. ალშიცმა გიტისში  დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.  2004 წლიდან  „აკტ-ზენტი“, თეატრის საერთაშორიო ინსტიტუტის დაკვეთით, ატარებს განათლებისა და თრენინგის კვლევას.
2003 წელს მისი პროექტი „მსოფლიო ლაბორატორია/თეატრალური თრენინგის ბიბლიოთეკა“ (WTTL) თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალურმა ანსამბლეამ ჩვენი დროის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თეატრალურ კლველვად აღიარა. „აკტ-ზენტი“ გახდა თეატრალური კვლევის ერთადერთი საერთაშორისო ცენტრი ( ITI/UNESCO).
2012 წლიდან არის UNAM-ის უნივერსიტეტის პროფესორი და ლათინო-ამერიკის თეატრალური ხელოვნების პედაგოგების სამაგისტრო პროგრამის „სამსახიობო ოსტატობის პედაგოგის ახალი სახე“ ხელმძღვანელი. ი. ალშიცი მრავალი წიგნის ავტორია („მსახიობის გრამატიკა“ (“La Grammatica dell‘ Attore”) - 1996,1998,2001; „მსახიობის მათემატიკა“ (“La Matematica dell‘ Attore”) -2003 (Ubulibri, იტალია); „როლის ვერტიკალი“ (“Die Vertikale der Rolle”) – 2004; „ერთი როლის 40 კითხვა“ (“40 questions of one role“) -2007 (ars incognita, გერმანია); „ერთი როლის 40 კითხვა“ (”40 Questos Para um Papel), (Editora Persspectiva – ბრაზილია) – 2012; „თრენინგი სამუდამოდ“ („Training Forever!“)- 2006 (Malmo, თეატრის აკადემია, შვედეთი); „თეატრი რეჟისორის გარეშე“ (“Teatro senza regista”) -2007 (titivilus, იტალია); „თეატრი რეჟისორის გარეშე“ («Тeatro Sem Diretor»)  - 2012 (Galpao. Cine Horto – ბრაზილია); „თრენინგი სამუდამოდ“ (“Тренинг forever!”) – 2009, 2010, (ГИТИС-ის გამომცემლობა, რუსეთი); „სწავლების თრენინგი“ (“Teaching Training”, UNAM – მექსიკა) -2013; „დიალოგის ხელოვნება“ («The art of dialogue”) – 2011; მისი ნაშრომები თარგმნილია მრავალ ენაზე;

ბანერები