ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის შესახებ

ღონისძიებები

30 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის საელჩო გამართავს საინფორმაციო შეხვედრას „ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის“ შესახებ.

გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მაღალი კვალიფიკაციის მქონე და პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ 100 ახალგაზრდას 21 სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად აძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნოს გერმანიაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. სტიპენდიატებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, 5 თვის განმავლობაში იმუშაონ ბუნდესტაგის დეპუტატთა ბიუროებში და მონაწილეობა მიიღონ უამრავ ღონისძიებასა და შემეცნებით ექსკურსიაში.

2013 წლის სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიის საელჩოში განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 30 ივნისი, 2012.

„ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის“ პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდზე: www.bundestag.de/ips

30 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე დაინტერესებული პირები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას პროგრამის მიზნებისა და 2013 წლის პროგრამაში განაცხადის შეტანის პროცედურების შესახებ.

შეხვედრის დრო: 30 მაისი, 15:00 საათი.

შეხვედრის ადგილი: A კორპუსი, 101 - ე აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32)

ბანერები