ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე“

ღონისძიებები

25-27 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე.

კონფერენციის ჩატარების იდეა ეკუთვნის ექსი-მარსელის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის პროფესორს, ალექსი ნუსელოვიჩს.

ორგანიზატორები: პროფესორი მზაღო დოხტურიშვილი, კვლევითი ცენტრის რომანული ურთიერთგაგება. ინტერტექსტუალური დიალოგი დირექტორი, პროფესორი ბელა წიფურია, შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაალ ანდრონიკაშვილი, სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი ალექსი ნუსელოვიჩი, ექსი-მარსელის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ლიტერატურების ინტერდისციპლინური კვლევის ცენტრის Transpositions ჯგუფის ხელმძღვანელი (ლაბორატორია EA4235), პარიზის მსოფლიოს კვლევის კოლეჯის Exil et migrations კათედრის გამგე.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 59 მეცნიერი, მათ შორის 22 უცხოელი საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, დანიიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან.

გაიმართება 7 პლენარული და 18 ჩვეულებრივი სესია. იმუშავებს 3 პარალელური სექცია.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ფრანგული, ინგლისური

კონფერენცია გაიხსნება 25 ოქტომბერს, 09.30 სთ-ზე, E 207 აუდიტორიაში.

25 ოქტომბერს, 19 საათზე, B201 აუდიტორიაში გაიმართება ოფიციალური მიღება და ოთხენოვანი ჟურნალის EISH (ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რედ. მზაღო დოხტურიშვილი) მე-5 ნომრის პრეზენტაცია.

26 ოქტომბერს, 17.45-დან 18.45 სთ-მდე გაიმართება მრგვალი მაგიდა, რომელზეც განიხილება ევროპულ პროგრამაში „ჰორიზონტი 2020“ წარსადგენი გრძელვადიანი პროექტის შემუშავების საკითხი. კვლევის თემატიკა იქნება კვლავ „შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე“.

24-28 ოქტომბერს E 207 აუდიტორიაში მოეწყობა ზღვის თემაზე შექმნილი ფოტოებისა და ნახატების გამოფენა.

დასწრება თავისუფალია.

2018

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები