ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციები კავკასიაში“

ღონისძიებები

2016 წლის 18 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ატარებენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციები კავკასიაში“

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 10 მარტამდე უნდა გამოგზავნონ აბსტრაქტი (300-500 სიტყვა) ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: malkhaz.matsaberidze@iliauni.edu.ge.
აბსტრაქტს თან უნდა ერთვოდეს ავტორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ელფოსტა.

კონფერენციის შემდეგ იგეგმება სტატიების კრებულის გამოქვეყნება.
სტატიის მოცულობა: 3.000- 5.000 სიტყვა.
ნაშრომი გაფორმებული უნდა იყოს ციტირების APA სტილით.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები