


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”ენა და ტერიტორია”.
ღონისძიებები
მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო,
გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ ნაყოფიერსა და საინტერესო შემოქმედებით საქმიანობას.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 30 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ჩვენს უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”ენა და ტერიტორია”. კონფერენციის თანაორგანიზატორია სედბერის ლორანსიენის უნივერსიტეტი (ონტარიო, კანადა).
კონფერენციის მასალები დაიბეჭდება.
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის საიტზე (საიტი სამენოვანია): http://www.langueetterritoire.iliauni.edu.ge
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ფრანგული, ინგლისური. შესაბამისად, სესიები იმუშავებს სამ ენაზე.
მოხსენების სათაურისა და მოკლე აბსტრაქტის გამოგზავნის ვადა გაგრძელებულია მიმდინარე წლის 1-ლ ნოემბრამდე.
მათ, ვინც ქართულ ენაზე გააკეთებს მოხსენებას, ვთხოვთ, აბსტრაქტი გამოაგზავნონ ქართულთან ერთად ფრანგულად ან ინგლისურად.
სათაურისა და აბსტრაქტის გამოგზავნა შეგიძლიათ როგორც კონფერენციის ელექტრონულ მისამართზე - langueetterritoire2@iliauni.edu.ge
ასევე საორგანიზაციო კომიტეტის წევრების მისამართებზე:
Julie Boissonneault (Université Laurentienne):JBoissonneault@laurentian.ca
Mzaro/Mzagve Dokhtourichvili (Université d’État Ilia):mzagho_dokhturishvili@iliauni.edu.ge mzarodok@yahoo.fr
Inga Ghutidze (Université d’État Ilia):inga_gurjistani@yahoo.com
Atinati Mamatsashvili-Kobakhidze (Université d’État Ilia) atinati_mamatsashvili@iliauni.edu.ge
Ali Reguigui (Université Laurentienne):areguigui@laurentienne.ca
ველით თქვენს გამოხმაურებას.
საუკეთესო სურვილებით,
საორგანიზაციო კომიტეტის წევრების სახელით,
მზაღო დოხტურიშვილი