ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო კონფერენცია - Next Step in Building a Sustainable Enterpreneurial Ecosystem

ღონისძიებები

15-16 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ტემპუსის პროექტის (EANET - Entrepreneur Alumni Network) ფარგლებში, ტექნოპარკში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით Next Step in Building a Sustainable Enterpreneurial Ecosystem.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან (გერმანია, ჰოლანდია, უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, საქართველო) 15 უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
კონფერენციის მიზანია ქვეყანაში არსებული სამეწარმეო ეკოსისტემის გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზი, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ სხვა ქვეყნების რელევანტური გამოცდილების განხილვა.
კონფერენციაში მონაწილე პირებს ექნებათ შესაძლებლობა, შეხვდნენ ადგილობრივ სტარტაპებს და მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ ვორქშოპებსა და თემატურ გასვლით სესიებში.

კონფერენციის პარტნიორები არიან:

  • ამსტერდამის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი
  • ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტი
  • ხარკოვის საავტომობილო და სამაგისტრალო ეროვნული უნივერსიტეტი
  • კროკის უნივერსიტეტი, უკრაინა
  • ხარკოვის რადიოელექტრონიკის ეროვნული უნივერსიტეტი
  • ოური ფედკოვიჩ ჩერნივტსის ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინა
  • ხარკოვის კარაზინის ეროვნული უნივერსიტეტი
  • კაულის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოლდოვა
  • ბალტის ალეკუ რუსოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოლდოვა
  • მოლდოვის ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • ქუთაისის უნივერსიტეტი
დეტალური განრიგი იხილეთ აქ.
 

პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) მიერ.
პროექტის მიზანია კერძო მეწარმეობასთან დაკავშირებული ასოციაციების ჩამოყალიბება და საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ქსელის დაარსება ექსპერტების, პარტნიორებისა და კომპანიების დახმარებით. სტაჟირებისა და საერთაშორისო დასაქმების სტიმულირების მეშვეობით პროექტი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების დასაქმებას.

დრო: 15 - 16 მაისი

ადგილმდებარეობა: ტექნოპარკი, ინოვაციების ქ. 7 (ოქროყანა)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები