ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო კონფერენცია - „აუტიზმი: არსებული სიტუაცია და გამოწვევები საქართველოში“

ღონისძიებები

11 ნოემბერს, 09:30-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია - „აუტიზმი: არსებული სიტუაცია და გამოწვევები საქართველოში“.

ერთდღიანი კონფერენცია ხორციელდება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და საქართველოს აუტიზმის ასოციაციის მხარდაჭერით, პროექტის - „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების ჩამოყალიბება საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს მიერ.

კონფერენცია მიზნად ისახავს აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე პირთა მდგომარეობის მიმოხილვას საქართველოში, დიაგნოსტირების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ზრუნვის, სოციალური ხელშეწყობისა და ინტეგრაციის შესახებ ჩეხური გამოცდილების გაზიარებას და ამ მიმართულებით საქართველოს სამომავლო პერსპექტივების განხილვას.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და ჩეხეთის აუტიზმის მქონე პირების დახმარების ასოციაციის (APLA) ექსპერტები.

კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ.

კონფერენციაზე დასწრება შეუძლია კონფერენციის თემატიკით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს. შეზღუდული ადგილების გამო, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, ჩეხური (სინქრონული თარგმანით)

დრო: 11 ნოემბერი, 09:30-17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)

კონფერენციას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ონლაინ რეჟიმში:

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები