ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო კონფერენცია

ღონისძიებები

ამა წლის 12-19 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (G კორპუსი, 106-ე აუდიტორია, გ. წერეთლის 2) მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენცია „გარემოს ცვლილება და ადამიანის რეაქცია მეოთხეულ პერიოდში ხმელთაშუა ზღვის რეგიონში.“ კონფერენცია წარმოადგენს IGCP პროექტის #610-ის პირველ სამეცნიერო შეკრებას, რომელიც ტარდება იუნესკოს ეგიდით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად კონფერენციის განხორციელებაში მონაწილეობას ღებულობენ კანადის ავალონიის გამოყენებითი მეცნიერების ინსტიტუტი, ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზღვებისა და ოკეანეების საერთაშორისო ასოციაცია და სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს შეაჯეროს გეოლოგიური, არქეოლოგიური, გარემოსა და ანთროპოლოგიური მონაცემები, რათა განსაზღვროს ადამიანის რეაქციები და შეგუების პირობები გარემოს ცვლილებასთან, მეოთხეულ პერიოდში ხმელთაშუა ზღვის „კორიდორში“. მიღებული ინფორმაცია უაღრესად მნიშვნელოვანია გარემოს მიმდინარე ცვლილებების გასააზრებლად და თანამედროვე ცივილაზაციის შემდგომი განვითარების პერსეპქტივების შესაფასებლად.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს აღნიშნულ რეგიონში გეოლოგიური, არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური კავშირების გაღრმავებას, მოცემული სფეროების მეცნიერთა შორის. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ მსოფლიოს 15 ქვეყნის 70-ზე მეტი მეცნიერი.
კონფერენცია პირველად ტარდება საქართველოს რეგიონში, ხოლო შემდეგ წლებში გადაინაცვლებს აზერბაიჯანში, უკრაინაში, თურქეთში, და დასრულდება 2017 წელს ისრაელში.

კონფერენციის ძირითადი სესიები ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისი, 2013 წლის 13-15 ოქტომბერს. სამეცნიერო-პრაქტიკული გასვლითი სემინარი ჩატარდება კონფერენციის ძირითად მომხსენებელთა მონაწილეობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გეოლოგიური, არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური კავშირების გაღრმავებას, მოცემული სფეროების მეცნიერთა შორის. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ მსოფლიოს 15 ქვეყნის 70-ზე მეტი მეცნიერი.

კონფერენცია პირველად ტარდება საქართველოს რეგიონში, ხოლო შემდეგ წლებში გადაინაცვლებს აზერბაიჯანში, უკრაინაში, თურქეთში, და დასრულდება 2017 წელს ისრაელში.

იხილეთ პროგრამა>>>

ბანერები