ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო კომპეტენცია ბიზნესში – ალექსანდრ ბურკას საჯარო ლექცია

ღონისძიებები

8 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით ბურგენლანდის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის კომუნიკაციების მიმართულების პროფესორი ალექსანდრ ბურკა წაიკითხავს საჯარო ლექციას.

ლექციის თემა: საერთაშორისო კომპეტენცია ბიზნესში: გამოწვევები და შესაძლებლობები

ლექციის შესახებ

კულტურულ განსხვავებათა ცოდნა და მისი პრაქტიკული გამოყენება საერთაშორისო პროფესიული წარმატების საწინდარია. დღევანდელი მსოფლიოსთვის დამახასიათებელია უსაზღვრო მობილობა და ურთიერთკავშირი, რაც, თავის მხრივ, კულტურული საზღვრების კვეთის გზით კონტაქტების დამყარებასა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს ითვალისწინებს.

რას გულისხმობს საერთაშორისო კომპეტენცია? რა თეორიები უდევს საფუძვლად ინტერკულტურულ კომუნიკაციას? რომელ მოსაზრებათა გათვალისწინება იქნება მიზანშეწონილი? რაში მდგომარეობს ავსტრიული მიდგომა ამ დარგში?

მომხსენებლის შესახებ

ალექსანდრ ბურკა ბურგენლანდის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის კომუნიკაციების მიმართულების პროფესორია 25-წლიანი პროფესიული გამოცდილებით, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 60 ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საწარმოებში სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწეობას.

დრო: 8 მაისი, 19:00-21:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 (ვაკის პარკის გადმოსწვრივ)

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია.

2023 

 

ბანერები