ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო ჟურნალის პრეზენტაცია ილიაუნიში

ღონისძიებები

24 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება საერთაშორისო ჟურნალის "კულტურის მენეჯმენტი" პრეზენტაცია და ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს იაგელონიის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის.

"კულტურის მენეჯმენტი" არის მსოფლიოში აღიარებული სამენოვანი (პოლონური, გერმანული, ინგლისური) რეფერირებადი ჟურნალი, რომელიც გამოიცემა იაგელონიის უნივერსიტეტის მიერ პოლონეთში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ემილ ერშახოვსკი (ჟურნალის "კულტურის მენეჯმენტი" რედაქტორი, კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის პროფესორი, თეატრისა და კულტურის მენეჯმენტის სპეციალისტი) და ლევან ხეთაგური (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი).

ბანერები