ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო განათლების ექსპერტის, დოქტორ გრეგორი სეილსის საჯარო ლექცია: Engineering the Experience: How you teach influences learning, assessment and satisfaction

ღონისძიებები

9 დეკემბერს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, საერთაშორისო განათლების ექსპერტი, დოქტორი გრეგორი სეილსი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “Engineering the Experience: How you teach influences learning, assessment and satisfaction”.

განათლების სფეროში მოღვაწეობის 40-წლიანი გამოცდილების მქონე გრეგორი სეილსი ავტორი და თანაავტორია 50-მდე პროფესიული სტატიისა და 9 წიგნისა. ამჟამად ის კონსულტაციებს უწევს MCC-ს (Millennium Challenge Corporation), მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების განვითარების პროექტის ფარგლებში.

გრეგორი სეილსის ვრცელი ბიოგრაფია იხილეთ აქ.

საგანმანათლებლო სფეროს მუშაკების როლი განსხვავებულია 21-ე საუკუნეში. დღესდღეობით ეფექტური მუშაკები ქმნიან სწავლების ისეთ პრაქტიკას, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე მოსწავლეებისთვის ფაქტების დამახსოვრება. ეს პრაქტიკები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ უნარები, დაუკავშირონ ინფორმაცია ერთმანეთს, მეტი პასუხისმგებლობა აიღონ სწავლაზე. დოქტორი სეილსი სწორედ ამ პრაქტიკებს, როლებსა და მოდელებს განიხილავს საჯარო ლექციაზე.

დრო: 9 დეკემბერი, 13:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

სამუშაო ენა ინგლისური.

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები