ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო ფორუმი “Tbilisi PR Days • თბილისის პიარის დღეები” – 2023

ღონისძიებები

3 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო ფორუმი „თბილისის პიარის დღეები – 2023“.

ღონისძიების მთავარი განსახილველი თემა იქნება „პიარი და ხელოვნური ინტელექტი".

ფორუმის მიზანია საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს განვითარება, ხიდის შექმნა წამყვან სპეციალისტებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას შორის, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

მოწვეული სპიკერები:

I პანელი - საერთაშორისო ნაწილი

  • ნიკოლო აუგუსტო მანიკა, გიზმის უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლა (ესპანეთი, მადრიდი).
    • თემა: „ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა მარკეტინგში“
  • მაკ მარსონი, ამბროსია ქონსალთინგის თანადამფუძნებელი (საფრანგეთი).
    • თემა: „საკონსულტაციო კომპანიები და ხელოვნური ინტელექტი“
  • გიორგი არველაძე, საერთაშორისო კომპანია Xtar, ბიზნესის ზრდის განვითარების ხელმძღვანელი
    • თემა: „AI, როგორც ყოველდღიური პროცესების მართვის ეფექტური ხელსაწყო“

II პანელი - ქართული ნაწილი

  • ნინი მოსიაშვილი, helio.ai, აღმასრულებელი დირექტორი
    • თემა: „ხელოვნური ინტელექტის კომუნიკაცია – ნეირორევოლუცია“
  • გიგი გიორგაძე, სქილვილი, აღმასრულებელი დირექტორი
    • თემა: „სხვა არჩევანი აღარც გვაქვს"
  • ირაკლი ბესელიძე, სტარტაპ CALEN AI-ის დამფუძნებელი.
    • თემა: „ხელოვნური ინტელექტი ბრენდინგში“
  • გიორგი (ქუცა) რუხაძე, „ქოფირაითერი“, ლექტორი.
    • თემა: „ბუნებრივი ინტელექტი“

Tbilisi PR Days • თბილისის პიარის დღეები პირველი საერთაშორისო ფორუმია საქართველოს პიარის, მარკეტინგისა და ბრენდინგის სფეროში.

ფორუმი ილიაუნის სტუდენტების ინიციირებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით მეორედ იმართება.

ფორუმზე დასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/DGK05

დასწრება შეუძლია სტრატეგიული კომუნიკაციებით – პიარით, მარკეტინგით, ბრენდინგით – დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 3 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 (ვაკის პარკთან)

დასწრება თავისუფალია.

2023

 

ბანერები