ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო ფორუმი პოსტსაბჭოთა დრამატურგია

ღონისძიებები

25-27 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ინიციატივით გაიმართება დრამატურგთა და თეატრის კრიტიკოსთა პირველი საერთაშორისო ფორუმი „პოსტსაბჭოთა დრამატურგია-აქცენტები ცენზურის გარეშე დარჩენილ სივრცეში“.

საერთაშორისო ფორუმზე თბილისში შეიკრიბებიან თეატრის ახალგაზრდა  კრიტიკოსები პოსტსაბჭოთა სივრციდან: აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ლიტვიდან, ბელოსურისიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან, რომლებიც წარმოადგენენ მოხსენებებს საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებზე თეატრსა და ეროვნულ დრამატურგიაში საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე.

პლენარული სესიების გარდა საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართება გამოცემის „პოსტსაბჭოთა დრამატურგია“ პრეზენტაცია, დრამატურგ რეზო კლდიაშვილის წიგნის პრეზენტაცია, კრებულში შესული პიესების თეატრალიზებული კითხვა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დრამატურგები და თეატრის კრიტიკოსები პოსტსაბჭოთა სივრციდან პირველად ამ საერთაშორისო ფორუმზე შეიკრიბებიან და ერთობლივად იმსჯელებენ შემოქმედებით პრობლემებზე და იმ ტენდენციებზე, რასაც ადგილი აქვს თითოეული ქვეყნის თეატრსა და უახლეს დრამატურგიაში.

ბანერები