ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო ფილმის ფესტივალი ილიაუნიში

ღონისძიებები

f 2: Istanbul Live წარმოადგენს ფილმების პოპულარიზაციისადმი მიძღვნილ პროექტს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანას.

!f სტამბოლის საერთაშორისო ფილმის ფესტივალი არის რეგიონის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომლის მიზანია თანამედროვე ფილმების სხვადასხვა ქვეყნების აუდიტორიისთვის მიწოდება. პროექტის დებიუტი შედგა 2010 წელს, როდესაც განხორციელდა ფილმების ’online’ რეჟიმში ჩვენება თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის 16 ქალაქში. წელს პროექტი დაფარავს 23 ქალაქს, მათ შორის თბილისსაც.

5 ფილმი, რომელიც ნაჩვენები იქნება წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში, ასახავს !f სტამბოლის მიდგომას თანამედროვე კინემატოგრაფის მიმართ. ფესტივალი მოიცავს სხვადასხვა ჟანრს,  Youtube-ის მასალებიდან ანიმაციამდე. ფესტივალის მიზანია, უპასუხოს იმ ძირითად კითხვებს, რომელიც ეხება  ადამიანის მდგომარეობას თანამედროვე მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ ყველა ფილმში გადმოცემულია რეალური ისტორიები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. 


ფ ე ს ტ ი ვ ა ლ ი ს  პ რ ო გ რ ა მ ა

(თბილისის დროით)

25 თებერვალი  (პარასკევი)
19.00: Women Are Heroes (ქალები გმირები არიან)

26 თებერვალი (შაბათი)
14.00: Four Lions (ოთხი ლომი)
დისკუსია ფილმის რეჟისორთან პირდაპირ ეთერში

16.30: The Last Summer of Boyita (ბოიტას უკანასკნელი ზაფხული)
დისკუსია ფილმის რეჟისორთან პირდაპირ ეთერში

27 თებერვალი  (კვირა)
15.00: Fleurs Du Mal (ბოროტების ყვავილები)
დისკუსია ფილმის რეჟისორთან პირდაპირ ეთერში

17:30: Mars (მარსი)
დისკუსია ფილმის რეჟისორთან პირდაპირ ეთერში.

ბანერები