ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საერთაშორისო ექსპერტის კამელია ბულატის ვორკშოპი - ბიზნეს-ასოციაციების მნიშვნელობა და მათი განვითარება

ღონისძიებები

7 ივნისს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ USAID-ის პროექტის G4G-ის მოწვევით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით Center for International Private Enterprise (CIPE)-ის ექსპერტი კამელია ბულატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე „ბიზნეს-ასოციაციების მნიშვნელობა და მათი განვითარება“.

ვორკშოპის თემატიკა

მომხსენებელი ისაუბრებს ბიზნეს-ასოციაციების როლზე; მათი მუშაობის სპეციფიკასა და მახასიათებლებზე, რომლებიც ამ ტიპის ორგანიზაციებს საჯარო უწყებებისა და კერძო კომპანიებისგან განასხვავებს; ბიზნეს-ასოციაციების საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე; ბიზნეს-ასოციაციის დაფუძნების შესაძლებლობებსა და პროცედურებზე.

მომხსენებლის შესახებ

კამელია ბულატი არის Center for International Private Enterprise (CIPE)-ის ექსპერტი და ამავე ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ორგანიზაციული მენეჯმენტის რეგიონული ცენტრის“ RCOM (რუმინეთი) აღმასრულებელი დირექტორი.

მას აქვს მსოფლიოს მასშტაბით სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან (ბიზნეს-ასოციაციები; დამსაქმებელთა ორგანიზაციები; სავაჭრო პალატები; ქალთა წარმომადგელობები და ა. შ.) მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება.

ფლობს Open University (UK)-ის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში.

  •  მომხსენებლის ვრცელი ბიოგრაფია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2kDIceZ

როგორ დავესწრო ვორკშოპს?

დასწრება შეუძლია ვორკშოპის თემატიკით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს. დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია (ადგილები შეზღუდულია და უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც უფრო ადრე დარეგისტრირდებიან).

  •  რეგისტრაციის ბოლო ვადა 2018 წლის 5 ივნისი.
  •  რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/2J0wcyI 

დრო: 7 ივნისი, 15:00 საათი;

ვორკშოპის ხანგრძლივობა: 2 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზირი #32

 

ბანერები