ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო შეხვედრა თემაზე: არა ცენზურას უნივერსიტეტში!

ღონისძიებები

22 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე: არა ცენზურას უნივერსიტეტში!

უკანასკნელი პერიოდის მოვლენები ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოს უნივერსიტეტები საფრთხის წინაშე დგას: არსებობს თემები, რომელთა აკადემიურ სივრცეში განხილვას გარკვეული ჯგუფები თუ ინსტიტუტები ეწინააღმდეგებიან.
ბოლო თვეებში საქართველოს უნივერსიტეტებზე ექსტრემისტული ჯგუფების მიერ განხორციელებული ზეწოლა და აკადემიური ღონისძიებების ჩაშლის მცდელობები განგაშის საფუძველს იძლევა - ეს შემთხვევები ტენდენციის სახეს იღებს, რაც, საბოლოოდ, ცენზურის ფორმალური თუ არაფორმალური მექანიზმის ჩამოყალიბებით შეიძლება დასრულდეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების საინიციატივო ჯგუფმა შეიმუშავა დეკლარაცია, რომელიც საჯაროდ გავრცელდა და ყველა ადამიანს შეუძლია ხელმოწერით დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება.

22 მარტს, საჯარო შეხვედრაზე, დეკლარაციის საინიციატივო ჯგუფთან ერთად, დაინტერესებული პირები განიხილავენ და იმსჯელებენ უნივერსიტეტის, აკადემიური სივრცის ცენზურისაგან დაცვის მექანიზმებზე.

მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის პროფესორები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის: გიგა ზედანია, დავით თარხნიშვილი, დავით აფრასიძე, გიორგი გვალია, გია ნოდია, თათა ცოფურაშვილი, თამარ გურჩიანი, ნინო დანელია, თეო ხატიაშვილი, გიორგი მაისურაძე, ლევან ბერძენიშვილი, ნოდარ ლადარია, ნინო დობორჯგინიძე, ლაშა ბაქრაძე, ქეთი დევდარიანი,  რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე და სხვები. 

დრო: 22 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია

 

ბანერები