ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო შეხვედრა: „რას ნიშნავს, იყო გიდი პარიზის მუზეუმებში – თანამედროვე მოთხოვნები“

ახალი ამბები

29 სექტემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ინიციატივით გაიმართება საფრანგეთის გიდების ეროვნული ფედერაციის წევრის, გარი საფარიანის, საჯარო შეხვედრა: „რას ნიშნავს, იყო გიდი პარიზის მუზეუმებში – თანამედროვე მოთხოვნები“.

მომხსენებლის შესახებ

გარი საფარიანი ტურიზმის სფეროში 2008 წლიდან მუშაობს. იგი არის საფრანგეთის ეროვნული გიდი-თარჯიმანი, კონფერანსიე (ლექტორი). 2010 წლიდან  – საფრანგეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროების მიერ გაცემული გიდის დიპლომისა და ბარათის მფლობელი. დამთავრებული აქვს ნანტერის უნივერსიტეტი (პარიზი). 2014-2017 წ.წ. საფრანგეთის რუსულენოვანი გიდების ასოციაციის ვიცეპრეზიდენტია.  გარი საფარიანი არის ორსეს მუზეუმის მუდმივი შტატის გიდი. კომპეტენცია: ლუვრი, ორსეს მუზეუმი, პომპიდუსა და პიკასოს მუზეუმები, შუა საუკუნეების მუზეუმი, მარმოტანის, ჟაკემან ანდრეს და ორანჟერეიის მუზეუმები, მონეს სახლი, აგრეთვე ვერსალის, შანტიის, ფონტენბლოს სამეფო სასახლეები, პარიზის ისტორიული ძეგლები და კვარტლები.

გარი საფარიანი თბილისელია, საინტერესო პროფესიული ბიოგრაფიისა და ფართო განათლების მქონე ადამიანი, თავისუფლად საუბრობს 7 ენაზე. იგი მსმენელს გაუზიარებს მუზეუმისა და კულტურის ძეგლების გიდ-ტურებთან დაკავშირებულ მრავალწლიან გამოცდილებას, აგრეთვე საფრანგეთში გიდს სერტიფიკატის მისაღებად რა კვალიფიკაცია მოეთხოვება და როგორია მისი მუშაობის სპეციფიკა.

შეხვედრა საინტერესო იქნება მუზეუმებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან პროფესიულად დაკავშირებული პირებისთვის.

დრო29 სექტემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები