ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო პოლიტიკური პროცესის გაუმჯობესება

ღონისძიებები

სამშაბათს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, არიზონის უნივერსიტეტის პროფესორი, მდგრადი განვითარების გლობალური ინსტიტუტის აღმასრულებელი დეკანი და მკვლევარ-მეცნიერი, დოქტორი რობ მელნიკი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: "საჯარო პოლიტიკური პროცესის გაუმჯობესება"/" Improving Public Policy Process".

ლექცია ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში, აუდიტორია 101-ე. დასწრება თავისუფალია.

შეხვედრა იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ეგიდითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

ბანერები