ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექციების კურსი ახალი განმანათლებლობა

ღონისძიებები

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის
საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტი „ახალი განმანათლებლობა“


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი იწყებს პროექტს სახელწოდებით -  „ახალი განმანათლებლობა“ . პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები ჩაატარებენ სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის 10 საჯარო ლექციას.

კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები; თემები, რომლებზეც მიმდინარეობს მსჯელობა და ერთიანი, შეთანხმებული აზრი არ არსებობს; თემები, რომლებიც ფარავს სამეცნიერო აღმოჩენებს და ტექნოლოგიურ მიღწევებს; კულტურას; განათლებას; პოლიტიკას; გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს.

ლექციებზე წარმოდგენილი იქნება  ამ თემების ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებები და შეხედულებები, რაც თემატურ მრავალფეროვნებასთან ერთად ასახავს იმ პლურალიზმს, რომლის დამკვიდრებასაც ემსახურება ახალი განმანათლებლობის პროექტი. დამსწრე საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში.

ვისთვის არის განკუთვნილი პროექტი?

  • საშუალო სკოლის დამამთავრებელი (X, XI, XII) კლასების მოსწავლეებისათვის;
  • უნივერსიტეტების დაწყებითი კურსის სტუდენტებისთვის; 
  • სალექციო კურსის თემატიკით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის.

ლექციებს ჩაატარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები. ლექციების ენა იქნება სამეცნიერო, მაგრამ პოპულარული - გათვლილი მრავალფეროვან აუდიტორიაზე. 

  სალექციო კურსის განრიგი  
თარიღი     თემა    მომხსენებელი
2 მაისი   ფსიქეადან-ფსიქოლოგიამდე  რუსუდან მირცხულავა
16 მაისი  ცვალებადი დედამიწა: დასრულდა თუ არა გამყინვარების ეპოქა? დავით თარხნიშვილი
23 მაისი  მეტალები ისტორიულ-ქიმიურ ჭრილში: გავლენა გარემოს დაბინძურებაზე და პრობლემის  გადაჭრის გზები  ქეთევან კუპატაძე
30 მაისი  ლიტერატურული ნაწარმოები, როგორც სამყაროს გააზრების საშუალება ლევან ცაგარელი
6 ივნისი რა არის სამოქალაქო საზოგადოება? გია ნოდია
13 ივნისი რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკა და „თერგდალეულები“  დავით მალაზონია
20 ივნისი  სოციოლოგის ხელობა ემზარ ჯგერენაია
27 ივნისი საბჭოთა ტოტალიტარიზმი და საქართველო დავით მალაზონია
4 ივლისი ძილის ბუნება და მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ლია მაისურაძე
11 ივლისი თავისუფლების შესახებ მაკა ლაშხია
18 ივლისი საქართველოს ევროპული არჩევანი დავით დარჩიაშვილი


ლექციების ხანგრძლივობა: 1 საათი (ლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია)
დრო: 2 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით ყოველ პარასკევს, 16:00 საათზე
ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავაჭავაძის გამზირი 32)
დასწრება: თავისუფალი
გელოდებით!

ბანერები