ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექციები თემაზე: „ევროკავშირის სამართლის საფუძვლები“

ღონისძიებები

12-13 მაისს, 15:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროფესორ გერდ მორგენთალერის (ზიგენის უნივერსიტეტი, გერმანია) საჯარო ლექციები თემაზე: „ევროკავშირის სამართლის საფუძვლები“.

ლექციები ითვალისწინებს სამართლის სტუდენტებისათვის ევროკავშირის სამართლისა და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. პირველ ყოვლისა, საუბარი შეეხება ევროპული ინტეგრაციის ისტორიას, გაანალიზებული იქნება ევროპულ ხელშეკრულებათა ძირითადი იდეები, რასაც მოყვება ევროკავშირის პოლიტიკური ინსტრუმენტების, მათი კომპეტენციებისა და ურთიერთმიმართებების მიმოხილვა. შემდგომ მომხსენებელი დაწვრილებით განიხილავს ევროკავშირის სამართალწარმოების პროცედურებს, მათ შორის მათ გავლენას ეროვნულ კანონმდებლობასა და იმ იურიდიული დაცვის სისტემაზე, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის სასამართლომდე. ეს მსჯელობები საშუალებას მოგვცემს, უკეთ გავიგოთ ევროკავშირის შიდა ბაზარი, მათ შორის საქონლის, სერვისების, მოქალაქეებისა და კაპიტალის მიმოქცევის თავისუფლება და ევროპული ეკონომიკური და მონეტარული კავშირი.

დასასრულს გაიმართება დისკუსია ევროკავშირის მოქალაქეობის, ევროკავშირის შიგნით თავისუფალი გადაადგილების, იმიგრაციისა და ლტოლვილის სტატუსის შესახებ.

დრო: 12 და 13 ივნისი, 15:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები