ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექციები ქალაქგეგმარების თემაზე

ღონისძიებები

22-23 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, პროექტის - თბილისი ავლაბარი – პოსტსოციალური ქალაქის რეალური ქალაქმშენებლური ლაბორატორია“ - ფარგლებში, ჩატარდება საჯარო ლექციები.

დრო: 22 მაისი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1)

მომხსენებელი: მარტინ ლინნე - ქალაქგეგმარების ექსპერტი და ქალაქ კრეფელდის (გერმანია) მშენებლობის დეცერნენტი (ქალაქგეგმარების, მშენებლობის უფლებათა და ზედამხედველობის, კადასტრის, ნაგებობათა მენეჯმენტის და ტექნიკური ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელი)

თემატიკა: „ქალაქგანვითარების სტრატეგიები“ - ლექციაზე განხილული იქნება თანამედროვე ქალაქგანვითარების გამოწვევები გერმანული ქალაქების, დუისბურგისა და კრეფელდის მაგალითებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქალაქგანვითარების აქტორების (ქალაქის მმართველობის, უძრავი ქონების მესაკუთრეების, მცხოვრებთა, სხვა მომხმარებელთა და ინვესტორთა) ურთიერთთანამშრომლობას.

დრო: 23 მაისი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1)

მომხსენებელი: ზურაბ ბაქრაძე - ქალაქმგეგმარებელი

თემატიკა: „თბილისის განვითარების არსებითი მახასიათებლები“ - ლექციაში მოხილული იქნება თბილისის ინივიდუალობის საფუძვლები და მისი განვითარების ძირითადი ეტაპები.

პროექტის შესახებ

პროექტი „თბილისი ავლაბარი – „პოსტსოციალური ქალაქის რეალური ქალაქმშენებლური ლაბორატორია“ შეიქმნა და წარიმართება აკადემიური პარტნიორების, პროფ. ვანესა მირიამ ქარლოუს (მდგრადი ურბანული განვითარების ინსტიტუტი (ISU), ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის ფაკულტეტი, სამშენებლო ინჟინერია და გარემოს მეცნიერებები, არქიტექტურის დეპარტამენტი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი, არქიტექტურის პროგრამა), ასევე სამოქალაქო აქტორების „კამპუსის“ (თბილისი, საქართველო), ზურაბ ბაქრაძის (ქალაქმგეგმარებელი, თბილისი, საქართველო) და ფრაუკე ბურგდორფის (სივრცითი დაგეგმვის სპეციალისტი, ბოხუმი, გერმანია) მიერ.
პროექტის მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერთის ფონდის (სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო), საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის და თბილისის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები