ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექციები მცირე ინვაზიური ქირურგიის სფეროს შესახებ

ღონისძიებები

23 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ორი საჯარო ლექცია.

ავსტრალიის ქირურგთა სამეფო კოლეჯის წარმომადგენელი, დოქტორი უილიამ ბრაუნი (William V. Braun) წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ბარიატრიული პროცედურების გართულებები“.

ბარიატრიულ ქირურგიაში გამოყენებულ სხვადასხვა მეთოდს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები. დოქტორი ბრაუნი ისაუბრებს ქირურგიული ჩარევებისა და პოსტოპერაციული გართულებების შესახებ ბარიატრიული პროცედურების შემდეგ. ასევე ამ პროცედურების შედეგად მიღწეულ კვებითსა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მომხსენებელი მიმოიხილავს ავსტრალიაში მოქმედ ჯანდაცვის სისტემასა და ქირურგიული ტრენინგის შესაძლებლობებს.

მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ კონად კარჩის (W. Konrad Karcz) ლექციის თემაა: „ლაპარასკოპიული ონკოქირურგიის საზღვრები“.

მცირეინვაზიური ქირურგიის მთავარი მიზანია ინტრაოპერაციული ტრავმის შემცირება. 1987 წელი, როცა ჩატარდა პირველი ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია, გარდამტეხი იყო აბდომინურ ქირურგიაში. ინტრაოპერაციული ტრავმის შემცირება აუმჯობესებს ქირურგიული თერაპიის შედეგს. უკანასკნელ პერიოდში გამოჩნდა, რომ გამოსახულებითი და რობოტული ტექნოლოგიების განვითარებამ, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ლაპარასკოპიული და მცირე ინვაზიური ქირურგიის განვითარებას. ამის ხარჯზე საგრძნობლად გაფართოვდა კეთილთვისებიანი პათოლოგიების მკურნალობის საზღვრები ენდოსკოპიური და ლაპარასკოპიული მეთოდებით. ბოლო წლებში მცირე ინვაზიური ქირურგია ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ავთვისებიანი დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. მიუხედავად ამისა, კვლავაც რჩება ლაპარასკოპიული ონკოქირურგიის შესაძლებლობებთან, ადექვატურ გამოყენებასა და შეზღუდვებთან დაკავშირებული უამრავი შეკითხვა. პროფესორი კარჩი, მცირე ინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიუნხენში, შეეცდება უპასუხოს ასეთ კითხვებს ორი მნიშვნელოვანი ორგანოს – ღვიძლისა და პანკრეასის – მაგალითზე.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 23 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია, (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2018

ბანერები