ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექციები კულტურის მენეჯმენტში

ღონისძიებები

20 და 21 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მოწვევით, ხიპ ჰაგორტი (ნიდერლანდები) - უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორი კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით, ჩაატარებს ლექციებს კულტურის მენეჯმენტში.

20 დეკემბერი, კორპუსი A, აუდ.101 / 19.00სთ
21 დეკემბერი, კორპუსი G, აუდ.106 / 19.00სთ

ხიპ ჰაგორტი - დაიბადა 1948 წელს. სწავლობდა უტრეხტის სამართლის უნივერსიტეტში. მიიღო ჰოლანდიის, ნეინროდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დოქტორის წოდება ეკონომიკის დარგში.

უტრეხტის ხელოვნების სკოლის ხელოვნებისა და ეკონომიკის ცენტრის დირექტორი და ლექტორი უძღვება საერთაშორისო სწავლების პროექტების მენეჯმენტს.

ხიპ ჰაგორტი მონაწილეობს მსოფლიოს გამოჩენილ მკვლევართა (მაგალითად: იგორ ანსოფი, პიტერ დრუკერი და ჰენრი მინცბერგი) სემინარებში და მიწვეული პროფესორის რანგში მუშაობს იაგელონიის (კრაკოვი), ვიცვატერლენდის (იოჰანსბურგი) და ნიუ იორკის (აშშ) უნივერსიტეტებში. მისი წიგნები და ნაშრომები ეძღვნება კულტურულ ანტერპრენიორობას, კულტურის სტრატეგიის მენეჯმენტს, კულტურულ პროექტებს და კულტურის პოლიტიკას. 1998 წელს, მისი ინიციატივით, უტრეხტის ხელოვნების სკოლაში შეიქმნა ხელოვნებისა და მედია მენეჯმენტის უნიკალური პროგრამა ევროპის კონტექსტსში.

პროფესორი არჩი კლეინგარტნერი (Archie kleingartner) ხიპ ჰაგორტის წიგნის, სახელწოდებით „ხელოვნებო მენეჯმენტის ანტერპრენიორული სტილი“, შესახებ აღნიშნავს: „შესანიშნავი დემონსტრაცია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიკრას მნიშვნელოვანი იდეები და მენეჯმენტის ლიტერატურის კვლევის შედეგები, რათა დაეხმარონ ხელოვნებისა და კულტურის ორგანიზაციაში ლიდერობისა და მენეჯმენტის ნამდვილ გამოწვევებს“.

ბანერები