ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექციები კოსმოლოგიაში

ღონისძიებები

18 ივნისიდან 23 ივნისამდე პროფესორი ლეონარდ კისლინჯერი (კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი, აშშ) წაიკითხავს საჯარო ლექციებს თემაზე:  სამყაროს ევოლუცია.
 
ლექციები ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 დარბაზში; დასაწყისი 14:00 საათზე, (ყოველ დღე ორი 45- წუთიანი ლექცია 10 წუთიანი შესვენებით, დასრულდება დაახლოებით 16:00 საათისთვის). ლექციები მსმენელს გააცნობს კოსმოლოგიის ძირითად იდეებსა და ფაქტებს; განკუთვნილია ძირითადად ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, თუმცა, ცალკეული საკითხები სასარგებლო იქნება მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვისაც. მსმენელებს ექნებათ ლექტორთან აქტიური მსჯელობის საშუალება მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ბანერები