


საჯარო ლექციები ილიაუნიში
ღონისძიებები
24 სექტემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (”ა” კორპუსი, 101-ე აუდიტორია. მის.: ი. ჭავჭავაძის 32) გერმანიის კლაუსტალის ტექნიკური უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი პროფ. ანდრეა ველერი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ”გეოფიზიკური მეთოდების გამოყენება არქეოლოგიაში”; ხოლო პროფ. გუნტერ ბუნტერბარტი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ”დედამიწის სითბური სიგნალი”.
27-28 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ენიციკლოპედიის შენობა, აუდიტორია #505; მის.: ჩოლოყაშვილის 3/5, 09:30 საათზე) გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელიც გააშუქებს მიწისქვეშა წყლების, მათ შორის თერმულის, შესწავლისა და ექსპლუატაციის საკითხებს. სამუშაო შეხვედრა ტარდება გერმანიის კლაუსტრალის ტექნიკური უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ”საქართველოს მიწისქვეშა წყლების აუზებზე გეოდინამიკური გავლენის შესწავლა” ფარგლებში.