ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექციები ფონდების მოძიების შესახებ

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება გიწვევთ საჯარო ლექციების ციკლზე ეფექტური საუნივერსიტეტო კამპანიის წარმოებისა და ფონდების მოძიების შესახებ.

ლექციებს ჩაატარებს სერტიფიცირებული ექსპერტი ფონდების მოძიების სფეროში, დოქტორი ივანა პელნარ-ზაიკო.

სალექციო კურსის გრაფიკი:

  1.   ”ქველმოქმედების როლი ინსტიტუტების განვითარებაში” - 4 ოქტომბერი, 17:00 საათი; (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A კორპუსი, 101-ე აუდიტორია. მის.: ი. ჭავჭავაძის #32);

  2.   ”ქველმოქმედების კულტურა: გრძელვადიანი წარმატების საწინდარი” – 8 ოქტომბერი, 17:00 საათი; (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A კორპუსი, 101-ე აუდიტორია. მის.: ი. ჭავჭავაძის #32).

ლექციები წარიმართება სინქრონულ თარგმანში.

ბანერები