ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია: „საგანმანათლებლო სტანდარტები ადრეულ განათლებაში“

ღონისძიებები

25 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის საჯარო ლექციების ყოველთვიური სერიის ფარგლებში, ჩატარდება საჯარო ლექცია: „საგანმანათლებლო სტანდარტები ადრეულ განათლებაში“. ლექციას გაუძღვებიან ადრეული განათლების სტანდარტების ავტორები, ნინო ჯიჯავაძე და თამთა კუხალეიშვილი.

ლექციაზე საუბარი შეეხება სტანდარტების მნიშვნელობას ადრეულ განათლებაში, სტანდარტების შინაარსობრივ მხარეს, მათ დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და გადაჭრის გზებს (საქართველოს მაგალითი).

დრო: 25 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები